26 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ვაშინგტონი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით - მმართველი გუნდი არგუმენტებს ელის

რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ვაშინგტონი- მმართველი გუნდი არგუმენტებს ელის. იმედოვნებენ, რომ მოსამართლეების დასანქცირებაზე შესაბამის დოკუმენტებს იხილავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ეს აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად.

"სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს. თავიდან ამას სანქცია ერქვა ყველას მხრიდან, გუშინ თქვენ ნახეთ (არ ვიცი ეს გარკვეული სვლა იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან თუ რამე სხვა, არ მინდა დამატებითი შეფასება გავაკეთო), მათვე განმარტეს, რომ ეს იყო სავიზო შეზღუდვა. ამას არ აქვს მნიშვნელობა, - სანქციის მნიშვნელობა აქვს ორივე შემთხვევაში; და თუ არ იქნება მტკიცებულება, არცერთი, როგორც დღეს არის და ეს მოცემულობა გვექნება ჩვენ განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს, როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი. ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. სამწუხარო ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი საკითხების პრევენცია მომავალში მაინც მოხდება, თუმცა, არც პირიქით გამოვრიცხავ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

თბილისის მერი კახა კალაძე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებები აშშ-სთან ურთიერთობებს დააზიანებს.

"საჭიროა მტკიცებულებები, გარკვეული დოკუმენტაცია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდი იქნება და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, აღქმული იქნება ჩვენთვის და საზოგადოებისთვის სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებს დააზიანებს," - აცხადებს კახა კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

დღის ამბები