ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ფეოდოსიის პორტთან 2 აფეთქება მოხდა. რუსული მხარე უკრაინას ადანაშაულებს და მის მიერ გამოყენებულ რაკეტებზე საუბრობს. ეს მას შემდეგ მოხდა რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ ყირიმის განთავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ომის 409-ე დღეს საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის რამდენიმე რეგიონშია ჩართული. იბომბება საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.