26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია - კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია. მისი თქმით, აშშ არ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზს.

"სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს, არ გავცემთ ვიზას კონკრეტულად ამ ოთხ ადამიანზე და ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან რა არის ამის მიზეზი," - აცხადებს კახა კალაძე.

საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და სწორედ ამიტომ საკითხის გატანას რიგგარეშე სხდომაზე ითხოვენ და ახლა პრეზიდენტის პასუხს ელიან.

თუმცა ოპოზიციურ ფლანგზე არიან ისეთებიც, ვინ ფიქრობენ რომ კომისიის შექმნა შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც შტატების გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება.

დღის ამბები