დღეს მთელ საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია. ზოგიერთ რაიონში თოვასაც ვარაუდობენ.
როგორც "პრაიმტაიმი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, ხვალიდან ტემპერატურის მატება შეინიშნება, თუმცა ზოგიერთ რაიონში ნალექი მაინც დარჩება.
„დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება და შეწყდება ნალექი. ზოგიერთ რაიონში დარჩება ხანმოკლე წვიმა. ხვალ მთელ საქართველოში იქნება უნალექო ამინდი. ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს, დასავლეთში დაახლოებით +17-22 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთში +16-21 გრადუსის ფარგლებში.
გამოდარებას რაც შეეხება, ეს დღეები, 13 აპრილის ჩათვლით, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება, მაგრამ იქნება მზეც და მაღალი ტემპერატურაც." - ამბობენ სააგენტოში.