26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმის - უკრაინის კონტრიერიშები და ვითარება ფრონტის ხაზზე

უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმის. ინფორმაციას ომში მყოფი ქვეყნის მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო განგაშის სიგნალია ჩართული ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. ომის 409-ე დღეს იბომბება დასახლებული პუნქტები, თუმცა უკრაინა კონტრ იერიშებსაც ახორციელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ანდრიი კოვალევი აცხადებს, რომ საჰაერო თავდასხმის ალბათობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ მაღალია:

"გასული დღის განმავლობაში მტერმა საჰაერო იერიშები მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. საჰაერო თავდასხმის ალბათობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ მაღალია. მტრის ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებულია შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე ბახმუტის, ევდეევკას და ლიმანის მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა სამხედროებმა ფრონტის ამ მონაკვეთებზე მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. მტერი ცდილობს სრულად აიღოს ქალაქი ბახმუტი, სადაც გრძელდება სასტიკი ბრძოლები. ზაპოროჟიესა და ხერსონში მტერი თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ცდილობს. ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტებმა გააძლიერეს მზადება ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე 9 დარტყმა განახორციელეს. მტერმა დაკარგა 7 უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა იერიშები მიიტანეს ოკუპანტების საკონტროლო პუნქტზე, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 უბანზე და გაანადგურეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავი. განადგურდა 570 რუსი დამპყრობელი, 3 ტანკი, 4 ჯავშანტექნიკა და 5 საარტილერიო სისტემა. გარდა ამისა, მტერმა დაკარგა ერთი საზენიტო მანქანა, 1 თვითმფრინავი," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ანდრიი კოვალევი.

დღის ამბები