რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვინაიდან მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი რეკომენდაციად ისევ რჩება, დღეიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე დასაშვები ხდება, შემდეგი რეჟიმით: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.
21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.ეს მოხდება პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით. ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კილომეტრიანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს. კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა.