26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ხაფანგია ერთგვარი" - პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ხაფანგია ერთგვარი" - ასე შეაფასა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელმაც აშშ-სგან დასანქცირებული მოსამართლეების საკითხი უნდა გამოიკვლიოს.

მისი შეფასებით, ამ კომისიის შექმნა შეიძლება აღქმული იყოს, როგორც აშშ-ს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება. 

"ხაფანგია ერთგვარი, მაგრამ რადგან კოლეგებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგნი არ ვართ, ხელს მოვუწერთ და ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ, როდესაც გადაწყვეტილება ხდება ხმების უმრავლესობით და ეს ფსევდოოპოზიცია ხელისუფლების მხარეს იქნება ყოველთვის, დაბლოკავენ ყველა პროცესს და შეიძლება გამოჩნდეს ისე, რისკია, რომ ვერც ვერაფერი ვერ დავადგინეთ. ჩვენ უფრო ფრთხილები ვიქნებოდით ამ რისკების გააზრებაში, რადგან დასავლეთი ამბობს, რომ კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ახლა რა გამოდის საგამოძიებო კომისიით - რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ამ გადაწყვეტილებას?!“- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მ მოსამართლეების, მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირება მოახდინა, ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას სტხოვს და ამ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის დაყენებას გეგმავს. 

დღის ამბები