ქალაქური სიმღერების მრავალხმიანობის პოპულარიზაციისთვის ქვეყანაში მოქმედი ცნობილი ანსამბლები ერთიანდებიან.
"ქართული ხმები", "შვიდკაცა", "ალილო", "თეატრალური კვარტეტი" და "ფორტე" ფილარმონიის დიდ საკონცერტო სცენაზე, ცნობილი ქართული ქალაქური ჰიტების გარდა, ანსამბლების ერთობლივი ნამუშევრებსაც შეასრულებენ.
5 ანსამბლთან ერთად, ფილარმონიის სცენას დაიკავებს დავით მაზანაშვილის ორკესტრიც, რომელიც მთელი კონცერტის განმავლობაში მომღერლებს აკომპონიმენტს გაუწევს.
ქალაქური სიმღერების ჟანრი ორ საუკუნეს ითვლის და მას ქართული ანსამბლები ერთობლივად პირველად შეასრულებენ. მუსიკის მოყვარულებს თბილისის ფილარმონია 8 აპრილს ელოდება.