26 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება" - ლევან თევზაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება. 

"ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების "ლინჩის" წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა "ქმედებების" გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა," - წერს ლევან თევზაძე. 

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს. სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც.

 

დღის ამბები