26 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
არ მგონია, სანქციები მემუქრებოდეს,  უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს აშშ, არაჩვეულებრივი ქვეყანაა - გრიგოლ ლილუაშვილი 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილმა სანქციების შეფასებისას განაცხადა, რომ მას ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნანახი აქვს და კარგი დემოკრატიის ქვეყანაა:

"ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნანახი მაქვს, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა, ვისაც ნანახი არ აქვს, იმას გული დასწყდება

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურებით, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება და თითოეული საქართველოს მოქალაქის და მისი სტუმარი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა," - აცხადებს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

 

დღის ამბები