ბათუმში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შვიდ მოსწავლეს ხელებზე ჭრილობები აქვს.
ინციდენტი საგაკვეთილო პროცესი დროს მოხდა. ამ ფაქტს ბათუმის რესურსცენტრიც ადასტურებს. სკოლის დირექტორი, გოჩა დავითაძე ამბობს, რომ მოზარდებმა ჭრილობები ხელებზე მიიყენეს.
მოსწავლეები მშობლებთან ერთად საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.