26 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
სუსის უფროსი განმარტავს, რატომ უთხრეს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსს

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციას, რომ  შეერთებული შტატების მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი, საქართველოში არ შემოუშვეს.

გრიგოლ ლილუაშვილი არ ამბობს, ეს ფაქტი არის თუ არა რაიმე კავშირში სანქციების დაწესებასთან.

"ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე გვარად ქოინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. კავშირი [სანქციებთან] შეიძლება არსებობს, ან არ არსებობს კიდეც, ეს უნდა ჰკითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ მოქალაქეებს. ვადასტურებ, რომ არის ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. ამერიკის საელჩო არ დაგვიკავშირდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. მიზეზი ალბათ თვითონაც კარგად იციან, თუ რატომ არ შემოვუშვით. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში.

ჩემმა კოლეგა მინისტრმა ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია საქნქციებთან დაკავშირებით, მის შეფასებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნანახი მაქვს, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა, ვისაც ნანახი არ აქვს იმას გული დაწყდება. 

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რასაც ვემსახურებით, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება და თითოეული საქართველოს მოქალაქის და მისი სტუმარი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა," - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

დღის ამბები