26 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ - ლევან მურუსიძე

ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც  მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება.

"ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პრობლემები, შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა, სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის საელჩოსადმი, მეეჭვება ეს მოხდეს.

თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ.

მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ.

კორუფციის გამოწოვილი ბრალდებით, რომელზეც მტკიცებულება არ არსებობს, მართლმსაჯულების მიტაცება ხდება. ელჩმა ბრძანა, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, თუ ელჩმა იცის, რომ ლევან მურუსიძე ღამე ახორციელებს ზარებს, ე.ი. ტელეფონზე მისმენენ.

მთავარი ის კი არ არის, ლევან მურუსიძეს სანქციას ამერიკის შეერთებული შტატები დაუწესებს თუ ევროკავშირი, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. ამას მე თავს გავართმევ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ კორუფციაზე არ არის საუბარი, ვერავითარი მტკიცებულება ვერ იქნება წარმოდგენილი რომ კორუფციას აქვს ადგილი. აშშ-ს საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა იმისთვის, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება, დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი ლევან მურუსიძეს ექნება თუ არა სანქციები, მნიშვნელოვანია საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი, აშშ-ს საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა. სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება. თუ დაინტერესდებით, ამ ქვეყნებსაც ნახავთ",- აღნიშნავს მურუსიძე.

დღის ამბები