საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს, ქვემო ქართლის რეგიონში, სახლებში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები. აქ ისინი იაფფასიან სარეცხის საშუალებებს აფასოებდნენ და ასაღებდნენ ბრენდირებულ სარეცხის საშუალებებად.