26 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს - არჩილ თალაკვაძე

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, ვგულისხმობ საქართველოსა და აშშ-ს- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერის" ეთერში სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 4 მოსამართლის დასანქცირების შესახებ. 

არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემებში მიღწეულ, მისი თქმით ხელშესახებ შედეგებს და განაცხადა, რომ ევროსასამართლოში  60%-ით შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები. 

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 2000-მდე საქართველოს მოქალაქე მიდიოდა ევროპაში სასამართლოს საძიებლად იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობდა, ვერცერთ ინსტანციაში.

"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, ვგულისხმობ საქართველოსა და აშშ-ს.  თქვენ იცი, რომ სასამართლო, ისევე, როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. დღეს დაასანქცირეს 4 მოსამართლე, დაუწესეს ვიზების შეზღუდვა, მათ და ოჯახის წევრებს. ამ 4-დან ერთი უკვე საკმაოდ დიდი ხანია აღარ მუშაობს სასამართლოში, დანარჩენი სამი მოსამართლე სხვადასხვა პოზიციებზე არიან. რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ეს მოსამართლეები მუშაობენ სასამართლოში, რა ხდება ამ წლების განმავლობაში.

დავიწყოთ ფაქტების და არგუმენტების მოყვანა: სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში  მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები, როდესაც სახელმწიფოსთან დავობენ, იქნება ეს პროკურატურა თუ ადმინისტრაციული დავები, აქ დაბრუნდა ბალანსი.

რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებიც და სახელმწიფოც სხვადასხვა შემთხვევაში თითქმის თანაბრად იგებენ საქმეებს. ევროსასამართლოში  60%-ით შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები- ეს რას ნიშნავს, ანუ წარსულში  წელიწადში 2000-მდე ჩვენი მოქალაქე მიდიოდა ევროპაში სასამართლოს საძიებლად. იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობდა, ვერცერთ ინსტანციაში. დღეს საქართველოს მოქალაქეები თავის სასამართლოში პოულობენ  სამართალს,დიამეტრალურად  შეუდარებელ უფრო მეტ შემთხვევაში, ვიდრე ეს იყო, როდისმე წინა ორი ხელისუფლების დროსაც.

რეზონანსული საქმეები, რომლებზეც სასამართლოს აკრიტიკებდნენ თვეების დაა ზოგჯერ 1 და 2 წლის განმავლობაში- აი, პოლიტიკურად მოტივირებულს, რომ უწოდებს ოპოზიცია და რეზონანსულს, რომ ვუწოდებთ ჩვენ და დასავლეთი, ანუ მაღალი საჯარო ინტერესის საქმეები.  ეს ეხებოდა, მედიასთან დაკავშირებულ დავებს. ეს ეხებოდა აქციებთან დაკავშირებულ დავებს, როცა უჩიოდნენ შსს და სახელმწიფოს, რომ არაპროპორციული დაკავება გააკეთაო.  ეს ეხებოდა, ასევე სპეცოპერაციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სადაც ასევე გვადანაშაულებდნენ  ხელისუფლებას, და სასამართლოს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები იყოვო. ამ საქმეებზე ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაადასტურა ქართველი მოსამართლეების და საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ანუ, ევროსასამართლოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ავტორიტეტმა თქვეს, რომ საქართველოს სასამართლომ ამ საქმეებზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღოვო.

ამის გარდა, საქართველო "იფსოსის" კვლევაში საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგში, მათ შორის ამერიკული ინსტიტუტების შეფასებებში იკავებს წამყვან პოზიციებს შეფასებით და არის დაწინაურება ხელშესახები. ამერიკის ელჩმა დღეს თავის ბრიფინგში აღნიშნა ორი საგულისხმო მომენტი: პირველი, მან თქვა, რომ არაერთი წარმატებული რეფორმა განხორციელდა სასამართლოში-იო, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით-ო. მეორე, რაც თქვა ელჩმა იყო, რომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი მოსამართლე მუშაობს სისტემაში-იო და ჩვენი მხარდაჭერა მათ-ო. თუ ეს ყველაფერი ასეა და ეს არ არის "ქართული ოცნების" შეფასებები, ეს არის ობიექტური დამოუკიდებელი შეფასებები. დღეს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, მეგობრებს შორის სანქციების ენაზე იწყება საუბარი,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები