26 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან
ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
 
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპელი ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდებიან. საუბრის მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა და სავაჭრო მოლაპარაკებები იქნება.
 
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც ეკონომიკურ პარტნიორთან, ურთიერთობის გაუმჯობესებაა. არსებობს ვარაუდი, რომ მაკრონი აპირებს, სი ძინპინს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ჩინეთის გავლენების გამოყენება სთხოვოს.
დღის ამბები