26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა - EPP ფაქტს ადასტურებს და  განცხადებას ავრცელებს

ევროპის პოლიტიკური დედაქალაქი შესაძლოა კვლავ კორუფციული სკანდალის ეპიცენტრი აღმოჩნდეს. ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" შტაბ-ბინაში მოულოდნელი ჩხრეკა განახორციელა. ინფორმაციას "ევრონიუსი," "პოლიტიკო" და "ეურაქტივი" ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, პარტიის შტაბ-ბინაში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, ამოღებულია მასალები, რომლებიც გერმანიაში ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება.

მოგვიანებით საკუთარ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია ევროპის ყველაზე დიდმა პარტიამაც გაავრცელა. EPP ადასტურებს, რომ საპოლიციო მოქმედებებში ბელგიელ სამართალდამცველებთან ერთად, გერმანელებიც მონაწილეობდნენ.

დღის ამბები