26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
სახალხო დამცველის კონსილიუმი რიგით მე-9 დოკუმენტს აქვეყნებს - რას პასუხობს კონსილიუმის დასკვნას "ვივამედი" და როგორია პატიმრის გარემოცვის რეაქცია

სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმმა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე რიგით მეცხრე დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პაციენტმა დაიკლო რამდენიმე კილო, უჭირს გადაადგილება და აღენიშნება წნევის ვარდნა. კონსილიუმის ჯგუფის ექიმები სხვა დაავადებებზეც მიუთითებენ, მათ შორის, დეპრესიაზე, სარკოპენიასა და კახექსიაზე. მედიკოსები დასკვნაში არ წერენ, თუმცა ამბობენ, რომ სააკაშვილის მკურნალობის ნაწილში "ვივამედის" კლინიკამ საკუთარი რესურსი ამოწურა.

სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა სწორედ ის მთავარი დოკუმენტი იყო, რომელიც სააკაშვილის ოჯახს სტრასბურგში სარჩელის წარსადგენად სჭირდებოდა. ახლა დასკვნა არსებობს, თუმცა ამ დრომდე ისევ უცნობია როდის, ან საერთოდ გააგზავნიან თუ არა სარჩელს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ევროსასამართლოში. ისინი დაცვის სტრატეგიაზე არ საუბრობენ. ცნობილია მხოლოდ გიული ალასანიას პოზიცია, რომელსაც საჩივრის გაგზავნა ეჩქარება.

სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნა "ვივამედის" კლინიკურ დირექტორს არ შეუფასებია, თუმცა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზურაბ ცხაიძეც საუბრობს. კლინიკის ხელმძღვანელი კვლავ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არასაკმარის კალორაჟს იღებს და ექიმების რეკომენდაციებს,არ ემორჩილება.

სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნა "ვივამედის" კლინიკურ დირექტორს არ შეუფასებია, თუმცა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზურაბ ცხაიძეც საუბრობს. კლინიკის ხელმძღვანელი კვლავ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არასაკმარის კალორაჟს იღებს და ექიმების რეკომენდაციებს,არ ემორჩილება.

სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ კონსილიუმის დასკვნამ მსჯავრდებულის მძიმე მდგომარეობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ნაციონალურ მოძრაობას ახლა აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტი სტრასბურგის სარჩელს დაერთვება. "ქართული ოცნებაში" კი ყურადღებას კვლავ თვითდაზიანებაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს მიზანმიმართულად, გათავისუფლების მოტივით ამბობს.

მიხეილ სააკაშვილს ხვალ ადვოკატები მოინახულებენ. უცნობია ახალი დასკვნის შემდეგ დადგენა თუ არა დღის წესრიგში სააკაშვილის "ვივამედიდან" სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი

დღის ამბები