26 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითდაზიანება - ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნა პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველ პარტიაში კვლავ იგივე პოზიცია აქვთ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილი არის თვითდაზიანების რეჟიმში.

"ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითდაზიანება, რომელსაც ის ეწევა და სამწუხაროდ ის გარემოებები, რომლითაც ყველა მის ირგვლივ მყოფი ადამიანები, მათ შორის მისი საკუთარი ოჯახი ხელს უწყობს ამას. არაერთხელ მოვისმინეთ განმარტებები და განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იღებს საკმარისს კალორაჟს და მან, რომ მიიღოს შესაბამისი დანიშნულებით უზრუნველყოფილი როგორც საკვები, ასევე სამედიცინო დახმარება, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ მან შეწყვიტოს თვითდესტრუქცია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა.

სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების თქმით, წინა ვიზიტთან შედარებით, პაციენტი სააკაშვილი მდგომარეობა დამძიმებულია. სააკაშვილმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი, გადაადგილება კი მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია - ნათქვამია დასკვნაში.

დღის ამბები