26 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ფინეთი ალიანსს ახალ ძლიერ შესაძლებლობებს მისცემს, გააუმჯობესებს ალაინსის თავდაცვის უნარს - იენს სტოლტენბერგი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინეთის მსგავსად შვედეთიც შეუერთდეს ალაიანსს - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან ნატოში ფინეთი გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ნატოსთვის ფინეთის გაწევრიანება დიდი მიღწევაა.

"დღეს ისტორიული დღეა. ფინეთის გაწევრიანება არის დიდი მიღწევა ნატოსთვის, თავად ფინეთისთვის და ნორდიკული ქვეყნებისთვის. ფინეთი ალიანსს ახალ ძლიერ შესაძლებლობებს მისცემს, გააუმჯობესებს ალაინსის თავდაცვის უნარს. ფინეთს უკვე ნატოს მეხუთე მუხლი იცავს. შვედეთი რომელიც ჯერ არ არის წევრი, ალიანსთან ძალიან ახლოსაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინეთის მსგავსად შვედეთიც შეუერთდეს ალაიანსს. ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება, არამედ ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ. საქართველო 2008 წელს, შემდეგ ყირიმი 2014 წელს, შემდეგ კი გასულ წელს უკრაინაში სრულფასოვანი შეჭრა, სწორედ ამიტომ გავაძლიერეთ ნატო, ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ნატოს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციებს დებენ ახალ თანამედროვე შესაძლებლობებში. და ფაქტობრივად, გასულ წელს უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ფინეთი დღეს ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფო გახდა. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ამის შემდეგ NATO-ს საგარეო მინისტერიალზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომას ფინეთი უკვე წევრის სტატუსით შეუერთდება.

 

დღის ამბები