26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი დაიწყო

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი დაიწყო. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. ქართული მხარე ძირითად აქცენტს გააკეთებს მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, რუსეთის მიერ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საუბარი შეეხება საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც უარყოფითად აისახება ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარებაზე.

"გვექნება კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან, ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებებს, აქ მთავარი თემა არის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება და იმ გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დეოკუპაციასა და დევნილთა დაბრუნებაზე საუბარი,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

დღის ამბები