26 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
EPP ადასტურებს, რომ მათ სათავო ოფისში პოლიცია იმყოფებოდა

"ევროპის სახალხო პარტია" ადასტურებს, რომ მათ სათავო ოფისში დღეს ბელგიელი და გერმანელი სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის ვიზიტი გერმანიაში, თიურინგიაში მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. 

EPP-ს განცხადებით, პარტია გამოძიებასთან სრულიად გამჭვირვალედ თანამშრომლობს და ყველა პოლიციას უზიარებს ყველა საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტს.

"რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს, EPP დამატებით ინფორმაციას არ გასცემს," - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიციის რეიდის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. 

დღის ამბები