26 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
2024 წლიდან, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გამწვანების პროექტი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება - მაია ბითაძემ ცვლილებები განიხილა

დეპუტატმა მაია ბითაძემ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ინიციირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცვლილებებით, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში, გამწვანების პროექტის არსებობა სავალდებულო გახდება.

დღის ამბები