"თბილისის ფილარმონიის" შემდეგ, იორდანია და ჩინეთი - ქვეყნის ყველაზე ძველი ანსამბლი, გრანდიოზული ტურნესთვის ემზადება. "ერისიონის" მოცეკვავეები და მუსიკოსები ახლა ბოლო რეპეტიციებს გადიან და ყველაზე მეტად ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. ძველი და ახალი ქორეოგრაფიული დადგმები, ხალხური სიმღერები, რომლებიც ანსამბლმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაგროვა - ასეთია "ერისიონის" საკონცერტო პროგრამის მოკლე ანოტაცია.
ცეკვა აფხაზური, - ანსამბლ ”ერისიონში” დადგმა წლებს ითვლის. თუმცა ახლა, განახლებული ცეკვის და მუსიკის ელემენტებით, მაყურებლისთვის პირველად მზადდება. ”ერისიონი” კონცერტზე სრულად განახლებული პროგრამით წარდგება. მრავალხმიანი ქართული სიმღერა და ტრადიციული ცეკვა, ანსამბლმა ერთ სახელწოდებად გააერთიანა.
”ანსამბლი- მუზეუმი”,- ასე "ერისიონს" ხშირად მოიხსენიებენ, რადგან ის, დაარსების დღიდან აგროვებს და აცოცხლებს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ ფოლკლორულ ნიმუშებს. ”ქართულ საგანძურს, საქართველოს შემდეგ, უცხოელ მაყურებელსაც გაუზიარებენ.
"ერისიონი" გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ, 2024 წლის ევროპის ტურნეს გეგმავს. რუკაზე უკვე მონიშნულია - შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ფინეთი და გერმანია. მანამდე კი ლეგენდარული ანსამბლი, კონცერტს, დიდ საკონცერტო დარბაზში 20 და 21 მაისს გამართავს.