26 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ორ ფაქტზეა საუბარი, სქესობრივი კავშირი დაამყარა 16 წელს მიუღწეველ პირთან - პროკურორი

კახეთში 13 წლის გოგოსთან სავარაუდო სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცია დაკავებული. მამაკაცი დაზარალებულის ნათესავია. მომხდარის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას აცნობა. ახლობლები ახლა გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

"საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ერთ პიროვნებას, რომელსაც ბრალი ედება 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე. დადგენილ იქნა, რომ სრულწლოვანმა ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ორ ფაქტზეა საუბარი, სქესობრივი კავშირი დაამყარა, წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან. გამოძიება დაიწყო დაზარალებული გოგონას მშობლების განცხადების საფუძველზე. არასრულწლოვანთან მუშაობდა და მის გამოკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგი,"- განაცხადა საქმის პროკურორმა.

ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები