26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფის, სამედიცინო ჰოლდინგისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფის, სამედიცინო ჰოლდინგისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. ამ ეტაპზე ექიმების სამი მოთხოვნიდან ერთი დაკმაყოფილებულია.

მინისტრის მოადგილე გარდამავალ პერიოდში ყოველდღიურად ივლის რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ექნება კომუნიკაცია საინიციატივო ჯგუფთან, რომელსაც ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას რეაბილიტაციის პროცესზე.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მოთხოვნას, რეაბილიტაციის პარალელურად გაგრძელდება თუ არა ექიმების მუშაობა და დაკმაყოფილდება თუ არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გადაყენების საკითხი, ორივე საკითხს უწყება განიხილავს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, რის შემდეგაც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას - დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობის პოზიცია რომ ეს უნდა იყოს მაღალ ტექნოლოგიური და ყველა სტანდარტის შესაბამისი სახელმწიფო კლინიკა, არ შეიცვლება.

"როცა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ აქ პირველად გავაჟღერე, ეს ეხებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და მაშინ ვთქვი, რომ პირველადი შეფასებით და დასკვნებით, აუცილებელ იქნებოდა შენობის ნაწილის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება. ამის შემდეგ გადის ერთი თქვე-თვე ნახევარი და რატომღაც, გასული ორი კვირის განმავლობაში გააქტიურება ხდება ამ კუთხით. მე როგორც მაშინ აღვნიშნე, ვმუშაობდით კონცეფციაზე, შესათავაზებელ პირობებზე და იქ დასაქმებული ყველა სამედიცინო პერსონალიდან აუცილებლად იქნებოდა უზრუნველყოფილი სამსახურით, ან გაგრძელდებოდა სახელფასო ანაზღაურების გადახდა. პროცესი არც თუ ისე ხანმოკლეა, პარალელურად რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში მიდის სხვადასხვა შეფასებითი სამუშაოები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და საბოლოო გადაწყვეტილებას, უკვე ტექნიკური თვალსაზრისით რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია მოხდება თუ ა.შ. მივიღებთ ყველა ამ დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დღის ამბები