26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - რიკარდ იოზვიაკი

საქართველომ შესაძლოა კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე წერს.

"ევროკომისია მაისში წარმოადგენს განახლებულ მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ. გაფართოების პაკეტის ფარგლებში საბოლოო შეფასება მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია 6 თვე, მაგრამ სამუშაო დაშვება ამ დროისთვის ასეთია: უკრაინას და მოლდოვას — რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოს — კანდიდატის სტატუსი“, — წერს იოზვიაკი," - წერს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი.

 

 

 

დღის ამბები