26 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ომბუდსმენმა 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევებსა და პროგრესზე ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, რომელიც ჯერ კიდევ ნინო ლომჯარიამ მოამზადა, დღეს ახალმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წარადგინა.

ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილია 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

გარდა ამისა, ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეებიც წარადგინა. პოსტები ელენე ღუდუშაურმა და ნათია ჯულაყიძემ დაიკავეს.

ომბუდსმენის ანგარიშო შეაფასეს მმართველ გუნდშიც. ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული ანგარიში პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

დღის ამბები