26 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
"გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი" - გიტანას ნაუსედა

ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა, გვწამს თქვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმის აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გატარდეს რეფორმები, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული, პროატლანტიკური მისწრაფებები.

"გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ხანმოკლე და მარტივი გზა, ეს ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა, ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვწამს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მთავრობისთვის კონსოლიდაცის მიზეზი გახდება, რომ განახორციელოს რეფორმები. საზოგადოების მედეგობა, ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობებისა და პროევროპული და პროატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერება. პოლიტიკურად მოტივირეებული საქმეები, ზეწოლა მედიასა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე არ არის გზა, რომელიც დემოკრატიას და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებს. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა ნატოსთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში," - აცხადებს ნაუსედა. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება. პრესკონფერენციამ გაიმნრატ პირისპირ და მრავალმხრივი შეხვედრები.

დღის ამბები