26 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
დედაენის ბაღში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა

დედაენის ბაღში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა. მსვლელობა, რომლის მონაწილეებიც ქალთა მიმართ უთანასწორობას, ძალადობასა და ჩაგვრას აპროტესტებდნენ, აღმაშენებლის გამზირზე, ახალი თეატრის წინ დაიწყო.

აქციის მონაწილეთა თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, ქვეყანაში ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება და პოლიტიკოსებს მოუწოდებენ ქალთა მიმართ ძალადობას საჯაროდ გაემიჯნონ.

სოლიდარობის მარშს დაესწრო სახალხო დამცველიც.

ავტორი: მაია გრიგოლია 

დღის ამბები