სამთო სათხილამურო სეზონი დასასრულს უახლოვდება - სეზონი შეგვიძლია წარმატებულად შევაფასოთ, ვინაიდან საქართველოს მაღალმთიანმა კურორტებმა ათასობით ვიზიტორს უმასპინძლა.
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადებითად შეფასდა. ბაკურიანის გარდა, დამსვენებლებს უმასპინძლეს გუდაურში, სვანეთში, მაღალმთიან აჭარაში. საქართველოს სამთო სათხილამურო ყველა კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით გამოირჩევა. გამორჩეულია სტუმართმოყვარეობითაც და ევროპული სტანდარტების შესაბამისად გამართული ინფრასტრუქტურით.
სამთო სათხილამურო კურორტზე უსაფრთხოების ნორმებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. თითოეული მოქმედება, სწორად გადადგმული ნაბიჯი - გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის და პირიქით, ერთი შეცდომა და შესაძლოა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. ამას კი - საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ქართველი სპეციალისტები აკეთებენ.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი