26 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს ძალიან ბინძური სპეკულაციაა, ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს - ირაკლი კობახიძე

ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია, ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა, რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას. 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს  ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს ლეგიტიმური მანდატი მოსახლეობისგან 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

„საქართველოს  ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს ლეგიტიმური მანდატი მოსახლეობისგან, ეს მანდატი ჩვენ მივიღეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ეს მანდატი დადასტურდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. შესაბამისად, ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია და მე ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები