26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
"ნეიროპილოტი" - ქართველი ახალგაზრდების კიდევ ერთი უნიკალური გამოგონება

"ნეიროპილოტი" - კიდევ ერთი უნიკალური გამოგონება, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ეკუთვნით. აპლიკაცია, რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა, ციფრული და ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით პროფესიონალ სპორტსმენებს შფოთვის მართვის უნიკალურ მეთოდს სთავაზობს და მათ დაძაბულობის, ტრავმისა და პოსტტრავმული შიშების მოხსნაში ეხმარება. "ნეიროპილოტის " გამოცდა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, დაინტერესების შემთხვევაში ყველას შეგიძლიათ მიიღოთ შფოთვის მართვის ახალი გამოცდილება.

კიდევ ერთი იდეა, რომელიც ასევე ქართველებს ეკუთვნით ქართული ანბანის შესწავლის საინტერესო მეთოდს გვთავაზობს.

დანიელამ წიგნში საკუთარი თავი აღმოაჩინა და თავგადასავალიც სწორედ ამ წუთიდან დაიწყო. ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობით ანბანიც მარტივად ისწავლა და წიგნში მოთხრობილი ამბების თანამონაწილეც მალევე გახდა. პოპულარული იუთუბერების ოჯახში ბავშვებმა წიგნები კიდევ უფრო შეიყვარეს მას შემდეგ, რაც ინოვაციური მიდგომით სათავგადასავლო ლეგენდის ნაწილად იქცნენ.

გზა აი ია-მდე ასეთია - ანბანის შესწავლის საუკუნის წინანდელი მეთოდი თანამედროვე ეპოქაში ინოვაციური მიდგომით გაცოცხლდა. წიგნის შექმნის იდეა ბესო შენგელიას ეკუთვნის. სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ახალგაზრდა სტარტაპერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვი იმ წიგნს უფრო უკეთ წაიკითხავდა, რომლის თანამონაწილეც თავად იყო და ვიზუალურადაც მასში გამოჩნდებოდა. ასე შეიქმნა ანბანის ლეგენდა, ილუსტრაციებით და სუპერგმირით. ვებგვერდის მეშვეობით, წიგნის შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის მარტივია.

მალე შესაძლოა ბავშვებს ეს წიგნი სკოლებში მერხებთან დახვდეთ და წერა-კითხვა დისნეის საყვარელ გმირებთან ერთად შეისწავლონ. გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ბესო შენგელია ამბობს, რომ პროექტს კომერციული არა, თუმცა სოციალური მიზნები აქვს, რომ ბავშვებმა წიგნები ადრეული განათლების ეტაპზე შეიყვარონ, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და უნიკალური საგანმანათლებლო მეთოდი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცეს.

ამით წიგნებში მოგზაურობა სრულდება და თავის ტვინში იწყება, ჩაფხუტით და აპლიკაციით. ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს სტარტაპი "ნეიროპილოტი", რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანებს შფოთვის მართვის უნიკალურ მეთოდს სთავაზობს. მენტალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს ტრავმისა და პოსტტრავმული შიშების მოხსნაში ეხმარება.

"ნეიროპილოტის" იდეის ავტორი ფსიქოთერაპევტი მაია ცქიტიშვილია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ათლეტებთან. მაიამ შეიმუშავა თერაპია, რომელიც ვიზუალიზაციის სავარჯიშოებზეა დაფუძნებული. სპეციალური კურსი პირველ ეტაპზე მორაგბეებს უტარდებათ.

ექსპერიმენტებმა უკვე აჩვენა, რომ "ნეიროპილოტის" აპლიკაციის გამოყენების პროცესში შფოთვის დონე საგრძნობლად მცირდება ან საერთოდ აღარ ფიქსირდება. დადგინდა ისიც, რომ თერაპიული ეფექტი გრძელ ვადაზეც ნარჩუნდება. აპილაკცია რამდენიმე თვეში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ახალგაზრდა სტარტაპერები დროსა და სივრცეში მოგზარუობას განაგრძობენ იმისთვის, რომ იდეები, რომელიც მათ თავში იბადება კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნონ და მათ წინაშე არსებული პრობლემებიც გადაჭრან.

დღის ამბები