26 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
დააკავებენ თუ არა ამერიკის 45-ე პრეზიდენტს - სამშაბათს, დონალდ ტრამპი ამერიკულ მართლმსაჯულებას ჩაბარდება

დონალდ ტრამპი შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება სოლიდური თანხის - 130 000 დოლარის სანაცვლოდ პორნოვარსკვლავის და Playboy-ის მოდელის სავარაუდო მოსყიდვას, რომ მათ არაფერი მოეყოლათ ტრამპთან სავარაუდო ინტიმური ურთიერთობის დეტალებზე.

გამოძიება ამტკიცებს, რომ თანხის ჩარიცხვა გაფორმდა, როგორც "ხარჯი პოლიტიკურ კამპანიაზე", რაც შეიძლება თაღლითობად შეფასდეს. ეს აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარუდგინეს.

თავის მხრივ, ტრამპის ადვოკატები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა მას ხელს არ შეუშლის არჩევნებში მონაწილეობაში. ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე უწოდა ბრალდებას "პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა".

მან ჯერ კიდევ ბრალის წაყენებამდე 1 კვირით ადრე, საჯაროდ დაწერა, რომ სამშაბათს დააკავებდნენ და თავის მომხრეებს პროტესტისკენაც მოუწოდა.

დაუჯერებენ თუ არა დონალდ ტრამპს მხარდამჭერები და გავლენ თუ არა ისევ ქუჩაში - კონკრეტულად რა მუხლებით წაუყენებენ ბრალს დონალდ ტრამპს - ეს ორ დღეში, სამშაბათს გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

 

დღის ამბები