26 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
გამოიყენა დუმილის უფლება, ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებაში არ მიიღო მონაწილეობა - "ამბასადორის" დაწვაში ეჭვმიტანილის ადვოკატი

ბრალი წარუდგინეს პირს, რომელიც სასტუმრო "ამბასადორის" დაწვაშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზაც, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის და დაადგენს, შეეძლო თუ არა მას დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა საკუთარი ქმედებები.

გამოძიების ინფორმაციით, 31 მარტს დაახლოებით 18 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში", ბრალდებულმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, ხანძარმა სასტუმროს მე-3 და მე-4 სართულები დააზიანა.

დაკავებულ მამაკაცს გამოძიება ედავება 187-ე მუხლს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს. ბრალი ოფიციალურად უკვე არის წარდგენილი, ბრალის დადგენილებაც უკვე გააცნეს დაკავებულს ცოტა ხნის წინ ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში და მას შემდეგ, რაც ადვოკატმა დატოვა დაწესებულება, მედიასთან ბრალდებულის პოზიციაზე ისაუბრა.

ცნობილია, რომ 28 წლის მამაკაცი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, ამბობს, რომ არ მიუძღვის დანაშაული, არანაირი შემხებლობა არ აქვს "ამბასადორში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და არც გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

"არ აღიარებს ბრალს, გამოიყენა დუმილის უფლება, ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. საგამოძიებო მოქმედებაში მან არ მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად ჩვენი მეშვეობით გაეცნო წაყენებულ ბრალს, რაც დაფიქსირდა ოქმში და აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდება წარადგენს ამ მასალებს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების გადასაწყვეტად," - აცხადებს უფლებადამცველი პაატა გოგალაძე.

დღის ამბები