ამ წუთებში ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალს უყენებენ პირს, რომელიც სასტუმრო "ამბასადორის" დაწვაშია ეჭვმიტანილი.
პროცესს ადვოკატიც ესწრება, რომელმაც შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მომხდართან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.
პოლიციამ 28 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში მყოფმა მამაკაცმა ხანძარი გააჩინა, რომელიც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულებზე გავრცელდა.