26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
უცნობი მოტივი და სოციალურ ქსელში ცნობილი სავარაუდო დამნაშავე - სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ბრალდებით 28 წლის მოქალაქეა დაკავებული

სასტუმრო "ამბასადორის" დაწვის ფაქტზე საქართველოს 28 წლის მოქალაქეა დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა ცეცხლი განზრახ გააჩინა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სავარაუდო დამნაშავე, ყველასთვის ნაცნობი ვიდეოს მთავარი გმირია - პირი, რომელიც სასტუმროს აივანზე ხანძრის დროს შიშველი დადიოდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ახლა პოლიცია სწავლობს, თუმცა გასარკვევია კიდევ ერთი ვერსია - აქვს თუ არა დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები, კითხვას პასუხს შესაბამისი ექსპერტიზა გასცემს, რომელიც უკვე ჩანიშნულია.

დღის ამბები