26 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
პეტრო პოროშენკოს ცნობილი საკონდიტრო კომპანია "როშენი", შესაძლოა მილიონობით ევროს სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს ჩართული - "უნიანი"

პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა მილიონობით ევროს სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს ჩართული - ამ სათაურით სტატიას "უნიანი" ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ტელეგრამ გვერდებზეც. როგორც უცხოური მედია წერს, ჟურნალისტებმა ევროპაში სიგარეტის კონტრაბანდული გადატანის სქემა გამოავლინეს, რომელშიც სავარაუდოდ კორპორაცია "როშენია" ჩართული.

ცნობილი ხდება, რომ კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი ევროპაში მანქანით "როშენის" ტვირთთან ერთად გადააქვთ და ის დეკლარირებულ ტკბილეულს შორის არის დამალული.

გამოცემის მიხედვით, ფაქტზე გამოძიება, როგორც უკრაინაში, ასევე რუმინეთში უკვე დაიწყო. 

დღის ამბები