26 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
გაზრდილი ეკონომიკა და ახალი მაჩვენებლები - სტატისტიკის ეროვნული სამსახური მორიგ მონაცემებს აქვეყნებს

გაზრდილი ეკონომიკა და ახალი მაჩვენებლები - სტატისტიკის ეროვნული სამსახური მორიგ მონაცემებს აქვეყნებს. მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - ეს ის მიმართულებებია, რომელმაც ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა განაპირობა.

საქსტატის ინფორმაციით, თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.8 მეათედი პროცენტით გაიზარდა. იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი კი 7.1 -ია. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მონაცემები სამთავრობო გუნდის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე საუბრობენ ფინანსთა სამინისტროშიც. მიხეილ დუნდუას განცხადებით, მონაცემები აისახება როგორც დასაქმების, ასევე სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებზე. 

ეკონომიკის მიმართულებით პოზიტიურ ტენდენციებზე მიუთითებენ ექსპერტები. ანალიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ დადებითი დინამიკა მომავლშიც შენარჩუნდება.

ეკონომიკური პარამეტრების მაჩვენებლებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური პერიოდულად აქვეყნებს.

დღის ამბები