26 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ზესტაფონის თეატრში რეჟისორ ვახტანგ ჯუღელის სპექტაკლ "ანტიგონეს" საპრემიერო ჩვენება გაიმართა

ზესტაფონის თეატრში "ანტიგონეს" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორმა, თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჯუღელმა დადგა. წარმოდგენაში მთავარი საკვლევი ობიექტი ადამიანია, როგორც სამყაროს ცენტრი.

რეჟისორი მაყურებელს იმ ფასეულობების შესახებ დააფიქრებს, რომელთა შორის არჩევა მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიწევს. რა არის თავისუფლება და ღირსება და არის თუ არა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. საპრემიერო წარმოდგენას კულტურის, მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

"რამდენიმე ხნის წინ რეგიონის თეატრებში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელები დაინიშნენ, მათ შორის არის რეჟისორი ვახტანგ ჯუღელიც. მსურს ვახტანგ ჯუღელს და ზესტაფონის თეატრს ეს სიახლე მივულოცო, "- აღნიშნა წულუკიანმა. 

დღის ამბები