აშშ-ის შტატ არკანზასში ტორნადოს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 ადამიანი კი ფიზიკური დაზიანებების გამო სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ძლიერმა ქარმა და უამინდობამ არკანზასსა და მის გარშემო ქალაქებს დიდი ზიანი მიაყენა.
ტორნადოს შედეგად განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები, ასობით შენობა სახურავის გარეშე დარჩა, შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება.