26 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ტრაგედიით დასრულდა მეგობრებს შორის დაწყებული დაპირისპირება იმერეთში - 2 ადამიანის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

ქუთაისი-წყალტუბის გზაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანია მოკლული.

როგორც ირკვევა, ტრაგედია მეგობრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.

ერთ-ერთ რესტორანში შეკრებილ მეგობრებს შორის კამათი მოხდა, შემდგომ მათ შენობა დატოვეს და საუბარი მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. სიტუაციის განსამუხტად ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და ტყვია გაუვარდა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

გამოძიება 109-მუხლით დაიწყო.

 

 

 

დღის ამბები