26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიოს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

უფლებადამცველის თქმით, ლაზარე  გრიგორიადის ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.

"ახლა ავიღე განჩინება და ვაპირებ გასაჩივრებას. 48 საათიანი ვადა მაქვს გამოტანიდან. რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას, ვერ გეტყვით რა ვითარებაში მისცა, იმიტომ რომ მაგ დროს მე არ ვესწრებოდი. თუმცა, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას მან გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება," - აცხადებს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეეფარდა. გუშინ გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ ბრალდების არგუმენტები დასაშვებად ცნო, რასაც დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა.

დღის ამბები