26 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
29 აპრილს გასამართ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ბათუმში საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს

29 აპრილს გასამართ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ბათუმში საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს.

მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეებისთვის იმ საკანონმდებლო  გადაწყვეტის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საარჩევნო პროცესის მოდერნიზებას უკავშირდება.  

"სიახლეები გარდა საარჩევნო დავებისა, რომელიც ეხება განხილვის ვადებს, გადაწყვეტილების მიღების ვადებს ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ პროცესში შემოდის საარჩევნო ტექნოლოგიებიც. მოსამართლეთათვის შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება იმ საკანონმდებლო გადაწყვეტის შესახებ, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესის მოდერნიზებას, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ეფექტიანი აღსრულებისთვის,"- აცხადებს კალანდარიშვილი. 

დღის ამბები