26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
მისი ჯანმრთელობა მარტო პოლიტიკური არ არის, მის სიცოცხლეზეა ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებული - გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის და მის სიცოცხლეზე საქართველოს ბედია დამოკიდებული.

ჩალაძემ მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღება არმიღების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს საკვების მიღება სურს, თუმცა არ შეუძლია.

"მისი ჯანმრთელობა მარტო პოლიტიკური არ არის, მის სიცოცხლეზეა ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებული, "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, სამწუხარო რეალობაა და არაფერს აკეთებს, რადგან მას არ სჭირდება ევროპული მომავალი, "ქართულ ოცნებას" არ უნდა მისი ევროპული მომავალი და მეორე, ისინი პირადად ისმენენ იმ საუბრებს, რაც პალატაში იმართება და იციან თითოეული წერილის შიგთავსის შესახებ. რაც შეეხება საკვების მიღების საკითხს, პირველ რიგში მას რომ მოუწოდო, მას ეს არ უნდა უნდოდეს და შენ უნდა მოუწოდო, მაგრამ მას ეს უნდა. მას სურს, მას რომ მე მოვუწოდო, მაშინ გამოდის რომ მე ამ რიტორიკას ვეთანხმები, თითოს მას არ უნდა და მე ვთხოვ. სამედიცინო დაწესებულებაში იციან, რომ ის ცდილობს საკვები მიიღოს, მაგრამ ვერ იღებს", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

დღის ამბები