კონსერვატორიის დიდ სცენაზე, საბერძნეთის ისტორიისა და მითოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ცოცხლდება. რა მოხდა ტროას ომის შემდეგ, როგორ უნდა გაერთიანდეს ტროა და კართაგენი - ამბავს, საოპერო სპექტაკლით საქართველოში პირველად, კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტები ყვებიან.
"დიდო და ენეასი” - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ინგლისელ კომპოზიტორს,- ჰენრი პერსელის ეკუთვნის. ბაროკოს ეპოქიდან ინგლისურენოვანი ოპერა, სტუდენტებთან ერთად, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ დადგა. სპექტაკლის მსოფლიო პრემიერაც კონსერვატორიაში შედგება.
სპექტაკლში 20 კაციანი დასი მონაწილეობს. ”დოდო და ენეასს” მუსიკალურად საოპერო სტუდიის ორკესტრი გააფორმებს, რომელსაც კონსერვატორიის პროფესორი - ლევან ჯაგაევი უდირიჟორებს. მუსიკოსები ბაროკოს ჟანრს პირველად შეასრულებენ.
"დიდო და ენეასი ” - ისტორიას ორი სახელმწიფოს შესახებ, ერთ მოქმედებად, მაყურებელი პირველად 30 და 31 მარტს ნახავს. პრემიერის შემდეგ საოპერო სპექტაკლი , კონსერვატორიის რეპერტუარში დარჩება.