რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი ისევ აქციას მართავს. ისინი დირექტორის კაბინეტთან არიან შეკრებილები. მოთხოვნები უცვლელია - ისინი ამბობენ, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პოსტი უნდა დატოვოს, ასევე, რეაბილიტაციის პარალელურად, მათ უნდა ჰქონდეთ პაციენტების მიღების და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.
ჯერჯერობით, ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია.