26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგას, უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას.

ამასთან, ერდოღანმა პუტინს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" შეთანხმების გაფართოებასთან დაკავშირებით, მისი პოზიტიური პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები