26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
იმხელა მასშტაბი შეიძინა ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ხელშეშლამ, რომ თვითონ ოპოზიციისთვის რეპუტაციული რისკების შემცველია - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგობამ ქვეყანაში იმხელა მასშტაბი შეიძინა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ დივერსიული საქმიანობისგან გამიჯვნას ცდილობს.

სარჯველაძის თქმით, ეს რიტორიკა მათთვის შეიძლება დამანგრეველი იყოს და ზოგიერთი მათგანი ამას უკვე ხვდება.

"იმხელა მასშტაბი შეიძინა წინააღმდეგობამ ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ხელშეშლამ, რომ ეს, რა თქმა უნდა არ დარჩება შეუმჩნეველი, მათ შორის საზოგადოებისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, იგივე თავდაცვისთვის ეს ძალიან დიდი რეპუტაციული რისკების შემცველია თვითონ ოპოზიციისთვის, როდესაც გამოაშკარავდება მათი ეს დივერსიული საქმიანობა. ბუნებრივია, რომ ამის შიში აქვს, რომ ყველაზე არ გავრცელდეს ეს და გარკვეული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ხვდებიან, რომ ეს შეიძლება იყოს დამანგრეველი მათთვის და აქედან გამომდინარე, ისინი ემიჯნებიან ამ პოლიტიკას. მათი რიტორიკა და განცხადებები ვერ იქნება იდენტიფიკატორი ამ შემთხვევაში, ვერ მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ რა საქმიანობას ეწევა დასავლეთის ქვეყნებთან, იგივე პარტნიორებთან საუბარში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ვიღაცების პოზიციაა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა," რასაც ხაზარაძის თქმით, მისი პარტია ამ პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები