მოლდოვაში ძალაში შევიდა კანონი "მოლდოვური ენის" დასახელების "რუმინულ ენად" შეცვლის შესახებ.
კანონი კონსტიტუციასა და სხვა სახელმწიფო კანონებში სახელწოდების "მოლდოვური ენის" "რუმინულად" შეცვლის შესახებ ოფიციალურ 24 მარტს გამოქვეყნდა.
16 მარტს მოლდოვის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა ფრაქციის "მოქმედება და სოლიდარობის" მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში და ყველა სხვა კანონში სახელმწიფო ენის სახელწოდება "მოლდოვურიდან" "რუმინულით" შეიცვლება.
პროექტის მიხედვით, ფრაზები "მოლდოვური ენა", "სახელმწიფო ენა", "ოფიციალური ენა" და "მშობლიური ენა" ნებისმიერი გრამატიკული ფორმით უნდა შეიცვალოს ფრაზით "რუმინული ენა" შესაბამისი გრამატიკული ფორმით. კანონის ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში რეგლამენტში ყველა ცვლილება უნდა განხორციელდეს.